About

ჩვენი სასტუმრო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სასტუმრო “გრანდ რიქსოს პალასში” - მათთვის ვინც იცის და აფასებს საუკეთესოს. შეიგრძენით სასტუმრო “გრანდ რიქსოს პალასის” მდიდრული და მშვიდი გარემო საქართველოს ერთერთ ულამაზეს საკურორტო ქალაქ ბათუმში. სასტუმროში შემოსვლისთანავე იგრძნობთ ისეთ გულითად და მშვიდ შეხვედრას, რომელიც სახლიდან შორსაც კი თავს საკუთარ სახლში გაგრძნობინებს. სასტუმრო „გრანდ რიქსოს პალასი“ არის სრულიად ახალი და იგი ექსპლუატაციაში შევიდა 01.08.2014 წელს. იგი მდებარეობს ქ.ბათუმის დასავლეთით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს, შავი ზღვის სანაპიროზე ახალი ბულვარის მოპირდაპირე მხარეს. იგი მხოლოდ 600 მეტრითაა დაშორებული სანაპირო ზოლიდან და ახალი ბულვარიდან. სასტუმრო არის 12 სართულიანი, 79 ნომრით. ყველა ნომერს აქვს აივანი.

- სტანდარტული ოთახი - 31 ერთი დიდი საწოლით.
- 14 ოთახი, ერთი დიდი და ერთი პატარა საწოლით.
- 23 ოთახი ორი პატარა საწოლით.
- 6 ოთახი სამი პატარა საწოლით.
- 4 ოთახი ლუქსი ვერანდით (2 ზღვის და ბულვარის ხედით).
- 1 ნომერი ნახევრად ლუქსი(ორი ოთახით, ორი დიდი საწოლით).
- საკონფერენციო დარბაზი-(ტევადობა 50 პერსონაზე).
- რესტორანი პირველ სართულზე. ერთდროულად სადილობს 80 პერსონა. ფუნქციონირებს 24 საათი.
- ავტომანქანის სადგომი - (ტევადობა 40 მანქანა).
- ლიფტი 24 საათიანი მომსახურეობით.
- მიმღები 24 საათიანი სერვისი.
- პორტიე.
- ექსპრეს შემოსვლა/გასვლის სერვისი/.
- ოთახის 24 საათიანი მომსახურება.
- საბანაო ხალათები, ჩუსტები, თმისსაშრობი.
- მინი-ბარი ყველა ნომერში.
- პლაზმური ფერადი ტელევიზორი.
- უფასო უკაბელო ინტერნეტი.
- ტელეფონი.
- სეიფები თითოეულ ოთახში.
- ინდივიდუალური გათბობა, კონდენცირება.
- სამრეცხაო და ქიმწმენდის სერვისი სტუმრებისთვის.
- მაღვიძარა.
- ღია საცურაო აუზი კაფე-ბარით.
- ფიტნეს კლუბი.
- კაზინო
- ნომრის ღირებულებაში შედის დილის საუზმე.

ნებისმიერი სახის კონფერენციებისა და შეხვედრებისთვის ჩვენ გთავაზობთ საკონფერენციო დარბაზს რომელიც განთავსებულია სასტუმროს პირეველ სართულზე და იდეალურია როგორც პირადი მოლაპარაკებისთვის ასევე მასშტაბური სხდომებისთვის.